ზუგდიდისა და სენაკის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
6 აპრილს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „კახათი“, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე - 573 აბონენტი და ფიდერი „ჩაის ფაბრიკა“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე - 102 აბონენტი სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 675 აბონენტს.(სოფელი კახათი).   

ასევე დღეს გამოირთვება ქვესადგური "სენაკი-35", 11:00 საათიდან 12:30 საათამდე -694 აბონენტი. 12:30 საათიდან 14:00 საათამდე- ფიდერი „შხეფი“ -318 აბონენტი და 14:00 საათიდან 15:00 საათამდე სენაკის მომსახურების ცენტრის 1108 აბონენტი ( ქალაქი).
Print