რეგიონი
"ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)

„დემოკრატიის ინსტიტუტი “ და ასოციაცია „ათინათი“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.“

პროექტი, დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად შეარჩიონ ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ მისი მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები და მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხომებში.

პროექტის პრეზენტაციის მიზნით, ასოციაცია ,,ათინათის“ წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, მაიზერ ნანავას და აპარატის უფროსს, ნატალია პაპასკირს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს.

პროექტის „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ძირითადი მიზანია აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმართველობების მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება.



Print