რეგიონი
კონფლიქტისპირა სოფელში მოსწავლეებს ახალი წიგნები გადაეცათ (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და მწერალმა გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებს 50 - მდე ახალი წიგნი გადასცა.

მწერლის სტუმრობა სოფლის საინიციატივო ჯგუფის „ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ წარმომადგენლების თხოვნით შედგა.

სოფლის სათემო ცენტრის წარმომადგენლის თამარ ქანთარიას განცხადებით, ბიბლიოთეკა სახელმწიფო ბალანსზე არ არის და ძირითადად, შემოწირულობებზეა დამოკიდებული.

„რუსთავი-2“ - დან იყო გადაცემა, სადაც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ სათემო ბიბლიოთეკებს დაეხმარებოდა. დავუკავშირდით და დახმარება ვთხოვეთ „ -განაცხდა მან.

გიორგი კეკელიძის თქმით, ის უკვე სამეგრელოს ორმოცდაათზე მეტ სოფელში იმყოფებოდა და უახლოეს მომავალში ჩხოროწყუსა და ანაკლიის ბიბლიოთეკებსაც ესტუმრება.


Print