რეგიონი
დაპირისპირება სამტრედიის პოლიციასთან გამართულ აქციაზე (ვიდეო)

ხმაურის ფონზე ჩაიარა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ სამტრედიაში. სხვადასხვა ქალაქებიდან და მათ შორის ზუგდიდიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა, 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრებთან ერთად მისი გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს. სტურუამ წერილი დატოვა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე მიუთითებდა.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასასრულს მონაწილეებმა სიმბოლურად პოლიციის მანქანები შეღებეს. ამ ფაქტს კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ახალგაზრდის დაკავება სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება თავად აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

ორგანიზატორების თქმით, მომდევნო მასშტაბური აქცია 17 სექტემბერს არის დაგეგმილი.

აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობა" კანცელარიასთან გაიმართა

ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტები სამტრედიაში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან

Print