რეგიონი
ზუგდიდში, კორპუსებში დეზინფექცია ჩატარდება
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და ეტაპობრივად ჩატარდება. ჩვენ ვითვალისწინებთ და ვასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც მთავრობისგან ვიღებთ. ასევე, დეზინფექცია ჩატარდება ზუგდიდის ბაზარში, მოსაცდელებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.

ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებები გატარდა, მათ შორის, სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს მუნიციპალურ ტრანსპორტში და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში.

Print