რეგიონი
სამეგრელოში კარანტინში 301 ადამიანი იმყოფება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში მყოფ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა და დღეის მონაცემებით 301 - შეადგენს. მათ შორის, აბაშაში - 18, სენაკში - 12, მარტვილში 31, მესტიაში - 2, წალენჯიხაში - 56, ჩხოროწყუში - 14, ხობში - 24 , ფოთში 18, ხოლო ზუგდიდში კი 119 პირი.

ზუგდიდში თვითიზოლაციაშიაში 45 ადამიანი რჩება, აბაშაში - 4, სენაკში - 34, მარტვილში - 6, წალენჯიხაში -  3, ხობში - 18, ფოთში 30 მოქალაქე, ანაკლია - განმუხურში 46 ადამიანი რჩება.

ჩხოროწყუში და მესტიაში თვითიზოლაციაში არცერთი პირი არ იმყოფება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა.


Print