რეგიონი
ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ დადებითი ბავშვები თბილისში გადიყვანეს
ბავშვები, რომლებსაც ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ლაბორატორორიულად დაუდგინდა კოვიდ - 19 , თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანი დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. ამავე ცნობით, ისინი ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნებიან. 4 და 7 წლის ბავშვების დედას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, 68 ადამიანიდან, რომელსაც ტესტი ჩაუტარდა, 65 - ს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი დღეს დატოვებენ საკარანტინო ზონას. რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, მათი ანალიზების პასუხი მოგვიანებით გახდება ცბობილი და შესაბამისად, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამავე ინფორმაციით, დღეს ცენტრში ასევე ელოდებიან 18 ანალიზის პასუხს, მათგან 3 საკარანტინო სივრცის პერსონალის ბილოგიური მასალაა, 15 კი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ექიმების. დღესვე იგეგმება კიდევ 70 პირის ტესტირება.

Print