რეგიონი
რუხის საავადმყოფოში ლენჯერის კლასტერის ბოლო პაციენტი გამოჯამრთელდა
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ამ დროსითვის კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი რჩება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უგრძელდებათ მკურნალობა.

მისივე ცნობით, ლენჯერის კლასტერიდან ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა და ბინაზე უკვე გაწერეს.

ზემოაღნიშნული ორი პაციენტიდან ერთ-ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა, ხოლო მეორე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ზუგდიდში სტუმრად იმყოფებოდა.


Print