კულტურა
ზუგდიდში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
9 სექტემბერს, 19:00 საათზე კულტურის ცენტრ "ოდიშის" დარბაზში, 6 წლის ერემია ქეცბაიას დასახმარებლად, რუსთაველის  თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს "სტუმარ-მასპინძელი" გამართავს.

რეჟისორმა ვალერიან გორგოშიძემ "სტუმარ-მასპინძელი" თანამედროვე სამყაროში გადმოიტანა და ვაჟა-ფშაველას გმირები  ერთ მოქმედებაში გააცოცხლა. 

ამ სპექტაკლში მონაწილეობენ ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, ბაჩო ლეჟავა, ბექა სონღულაშვილი, ედმონდ მინაშვილი და კახა კუპატაძე.

Print