საზოგადოება
ზუგდიდში უპატრონო ძაღლების დასაცავად აქცია გაიმართება

ზუგდიდში, მერიის შენობასთან უპატრონო ძაღლების დასაცავად საპროტესტო აქცია სახელწოდებით „დაიცავი დაუცველი ცხოველი“ გაიმართება.


ღონისძიება სოციალური ქსელით დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მერიამ, არაერთი დაპირების მიუხედავად, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა და მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების გზები არ შეცვალა.

„ოზურგეთში, სადაც უპატრონო ძაღლები მიჰყავთ გაუსაძლის პირობებია და იქ ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან. ვითხოვთ, გაუქმდეს ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან ხელშეკრულება და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად დაიწყოს ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეგნატე შამუგიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „ზუგდიდდასუფთავებამ“ უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე და დროებით მოვლა-პატრონობაზე 8 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა. მასში სულ ორმა პრეტენდენტმა ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ და შპს „ბაომ“ მიიღო მონაწილეობა. სადენტერო დოკუმენტაციის თანახმად, ის უმცირესი თანხის - 5 ათასი ლარის დასახელების გამო გიორგი მაღლაფერიზემ მოიგო.

ცნობისთვის, „ზუგდიდდასუფთავებას“ აღნიშნულ მომსახურეობაზე ხელშეკრულება შარშანაც ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან ჰქონდა გაფორმებული.

 

Print