საზოგადოება
გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილება დღეს ეწურება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. იგი ამ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა.

"ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის", - წერს ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, კანდიდატი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი უნდა იყოს და მას პრეზიდენტს საბჭოს უმრავლესობა წარუდგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

Print