საზოგადოება
თურქეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საელჩოში მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" ნამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნომერზე +905336903040 მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ.

ამასთან, აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაშავებულთა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, ანკარაში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე კი დაშავდა.
Print