საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის დროებით დაიკეტა
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით დაიკეტა. ამის შესახებ სამების ლავრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.

მისივე  თქმით, აღნიშნულის გამო სავარაუდოდ შაბათ-კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდეს და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.

გუშინ სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში ხანძრი გაჩნდა. ცეცხლის შედეგად დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
Print