საზოგადოება
სამოქალაქო განათლების ბანაკი 2016 (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა"ფარგლებში ბანაკი გაიხსნა, რომელშიც 17 სამოქალაქო კლუბის 32 წევრი იღებდა მონაწილეობას. ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანი მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რომლებიც მათ ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებათ.

ბანაკის მიმდინარეობისას კლუბის წევრები ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ ქვარაიას შეხვდნენ, რომელიც ახალგაზრდებს ადგილობრივი საკრებულოს ზუგდიდის ახალგაზრდებთან ურთიერთობასა და მათ შესაძლებლობებზე ესაუბრა.

პროგრამას "მომავლის თაობა" ამერიკული ორგანიზაცია PH International
L საქართველოში, UშAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ხოლო სამეგრელოში მისი პარტნიორია ასოციაცია "ათინათი"
Print