საზოგადოება
სამების ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო
საქართველოს საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს. " საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში. 

სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. დამწვარია 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი.
Print