საზოგადოება
ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტები სამტრედიაში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან
ქუთაისის შემდეგ აქციამდე ერთი დღით ადრე ზუგდიდშიც გამოჩნდა სტენსილ რომელზეც გარდაცვლილი დემურ სტურუას სიტყვები მისივე ხელწერითაა დატანილი. 

"დემურ სტურუასთვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!"- აქცია მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ შაბათს სამტრედიაში დაიგეგმა.

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

"დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უგუნური პოლიციური ძალადობა საკადრის პასუხს საჭიროებს," - ნათქვამია აქციის ფეისბუქ გვერდზე.

ფოტოს ავტორი: მიშკა ძიძიგური



Print