საზოგადოება
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას მიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისგან რეაგირებას ელის. კომისიის სხდომა დღეს არის ჩანიშნული. ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს ოპოზიცია კორცხელის გამეორების მცდელობას უკავშირებს და ვითარების დაძაბვას "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას აბრალებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრისას დაპირისპირება მოხდა, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა.


Print