საზოგადოება
ზუგდიდში სალომე ჭითანავას მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული სალომე ჭითანავას მხარდასაჭერი კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 26 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: რუსთაველის #102 (წითელი A აფთიაქი), საკონტაქტო ნომერია - 557 94 21 02.

29 წლის ორი შვილის მარტოხელა დედას სალომე ჭითანავას მელანომას მესამე სტადია აქვს, მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა 40 000 ლარს შეადგენს.

თანხის გადარიცხვა ასევე შესაძლებელია ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი
GE84BG0000000100591596
მიმღები სალომე ჭითანავა

Print