პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - როგორც კი პოლიტიკა დასტაბილურდა, ინვესტიცია გაიზარდა
"პოლიტიკურმა ცვლილებამ ბიზნესს თავი შეაკავებინა და ამის გამო მოხდა 3 %-იანი და არა 6 %-იანი ზრდა. ბოლო კვარტლის პოზიტივიც ამაზე მიგვანიშნებს - როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკა, გაიზარდა ინვესტიცია", - აღნიშნა მარგველაშვილმა. რაც შეეხება უშუალოდ პოლონეთში ვიზიტს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის შეფასებით, "უაღრესად სასიამოვნო შეხვედრები" გაიმართა. "უაღრესად სასიამოვნო შეხვედები იყო. ერთიანი ხედვები გამოვლინდა და ჩამოყალიბდა. დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას. პოლონეთი საგანგებოდ არის არჩეული, როგორც ჩემი ევროპაში ვიზიტის პირველი ქვეყანა, რადგან ის მდგრადი მხარდაჭერია საქართველოსი", - აღნიშნა მარგველაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდნტი დღეს კრაკოვში ჩავა. დაგეგმილია კაჩინსკების საფლავის მონახულება.
Print