პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გამყინვარებიდან გამოდის"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ღრმა გამყინვარების სტადიიდან გამოდის“.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა მინისტრმა ყოველწლიურ შემჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან ვიზები გააუქმოს, თუმცა ამაზე მსჯელობა ცოტა უცნაურია, სანამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება“.

„მზად ვარ, შევხვდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრმა ორი ქვეყნის პრეზიდენტების კონტაქტიც არ გამორიცხა.


Print