პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 6 აპრილს გადაეგზავნება.

დღესვე გამართულ პრესკონფერენციაზე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები შეხვედრაზე არ განხილულა.

პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
Print