პოლიტიკა
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული საკრებულოს სხდომაზე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კახაბერ ჩანგელიას განცხადებას ხმაური მოჰყვა. მან 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი დაგმო და აღნიშნა რომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება ერთხელაც არ გაუკეთებიათ, რაც ამომრჩევლების უპატივცემულობაა.

ფრაქცია" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ უმრავლესობის წევრების უკამყოფილება გამოიწვია. მათ "ენმ"- ს წევრებს მათი მმართველობის პერიოდი შეახსენეს. 

შეგახსენებთ რომ, 22 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების დროს, სპორტსმენებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მათ შორის ახალგაზრდებს სცემეს.

დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.


Print