პოლიტიკა
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა. "საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.

საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ახალ განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი.
Print