პოლიტიკა
რეზოლუცია "კონფლიქტი საქართველოში" ეუთო-მ დაამტკიცა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - "კონფლიქტი საქართველოში", დაამტკიცეს. პროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. 

რეზოლუცია ეუთო-ს კომიტეტის წევრებს დავით უსუფაშვილმა გააცნო. მისი თქმით, რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა ის პრობლემა, რაც საქართველოშია და რეზოლუცია მოუწოდებს ყველას, რომ დაცული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე რუსეთმა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულება შეასრულოს, შეიარაღებული შენაერთები გაიყვანოს, დევნილებს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ და რუსეთმა უარი თქვას საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებად გამოცხადებაზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგი წერეთლის განცხადებით კი ასეთი სოლიდარული დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვანია.

Print