პოლიტიკა
საარჩევნო კამპანია ახალგაზრდების გასააქტიურებლად
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეიდან ამომრჩევლის გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს.
მარგველაშვილის განცხადებით, ეს კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი, არამედ მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდეს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდეა და მისი გააქტიურება სურს.

"ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. ჩვენ გვინდა გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, მან გააკეთოს არჩევანი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მივიდეს საარჩევნო ყუთთან. რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის”, - აღნიშნა მან.



Print