პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას შეერთებული შტატების 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 6-მა მისცა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.

რეზოლუციის ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გარდა ამისა, რეზოლუცია შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.

Print