პოლიტიკა
“გამოიძიე ღირსების საქმე“ - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. შენობასთან გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია, მე-6 სკოლის მოსწავლეები, ოჯახის ახლობლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით: „გამოიძიე ღირსების საქმე“, „ხელები შორს სკოლისგან“, „სკოლა პოლიტიკის გარეშე“. ისინი აღნიშნული საქმის გამოძიებას მოითხოვენ.

ბაჩანა შენგელიამ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 19 დეკემბერს მიმართა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, მას 25 დეკემბერს გამოკითხავენ.

ამავე თემაზე:

როკურატურამ ია კერზაიას საქმის შესწავლა დაიწყო
Print