მსოფლიო
რუსეთის ახალი სანქციები თურქეთის წინააღმდეგ
მოსკოვი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" წერს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დიმიტრი მედვედევის დავალებით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა.

გამოცემის თანახმად, სამშენებლო და ტურიზმის სექტორის გარდა, სანქციები, სავარაუდოდ, სასტუმრო ბიზნესზე,ხის გადამუშავებაზე, პილოტების გადამზადებაზე, ასევე, ნებისმიერ დარგში სახელმწიფო შეკვეთაზე გავრცელდება.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, საქმე, არსებითად, იმპორტის სამუშაოებისა და სერვისების შეწყვეტას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული იურიდიული პირები თურქულ კონტრაგენტებთან ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ.

მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 24 ნოემბერს სირიის საზღვართან თურქულმა მხარემ რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო.

Print