მსოფლიო
სირიასა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი ამოქმედდება
სირიელებმა, რომლებიც თურქეთში მესამე ქვეყნებიდან შემოდიან დღეიდან ვიზა უნდა აიღონ. ეს წესები არ შეეხება იმ სირიელებს, რომლებიც თურქეთთან სახმელეთო საზღვარს გადაკვეთენ - მათ ვიზები კვლავინდებურად არ დასჭირდებათ.
ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ მიგრანტების ნაწილი თურქეთში ყალბი პასპორტებით ეგვიპტიდან და ლიბანიდან შემოდიოდა.

სწორედ თურქეთის გავლით ხვდება ლტოლვილთა უმრავლესობის შემოდინება ევროპაში. ევროკავშირი თურქეთისგან ლტოლვილთა ნაკადის შემცირებას მოითხოვს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ ევროპა უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ წყვეტს თურქეთი ლტოლვილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მხოლოდ გერმანიაში 3,2 ათასი ლტოლვილია. ამასთან მათი რიცხვი არ მცირდება, მიუხედავად თურქეთის დაპირებებისა.

2015 წელს გერმანიაში 1,1 მლნ. ლტოლვილი შემოვიდა,რომელთა შორის 400 ათასი - სირიიდან იყო.

ტიმერმანსი გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ანკარასთან მოლაპარაკებები გამართოს.

Print