მსოფლიო
ინგუშეთში ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს თავს დაესხნენ
ინგუშეთში თავს დაესხნენ ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფს, რომელიც გროზნოში მიემგზავრებოდა.ინცინდენტი ჩეჩნეთის საზღვართან მოხდა.

"წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის" თანამშრომლის თქმით, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ისინი მანქანის სალონიდან გადმოიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულები შემთხვევის ადგილიდან ინგუშეთის პოლიციის უფროსმა გაიყვანა.

ჩეჩნეთისკენ მიმავალ ავტობუსში სულ რვა ადამაინი იმყოფებოდა, მათ შორის "მედიაზონის" და ჟურნალ "ზე ნიუ თაიმსის"კორესპონდენტები, ასევე შვედი და ნორვეგიელი რეპორტიორები იყვნენ.
Print