მსოფლიო
სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა
სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა,არიან დაშავებულები. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 20 ადამიანი. აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ტერორისტული აქტი სტამბოლის ხალხმრავალ ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბრენდების მაღაზიაა განლაგებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.


Print