მსოფლიო
კოსოვოში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
კოსოვოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფიცი დადო.
თავისი პროგრამის ძირითად პუნქტად მან შეიარაღებული ძალების ფორმირების დასრულება დაასახელა. ტაჩიმ დასძინა, რომ კოსოვო მხარს უჭერს სერბიასთან ურთიერთობის დარეგულირებას, მისი თქმით,"წარსულს ვერ შეცვლი, თუმცა შეიძლება იმუშაო იმაზე, რომ ის არ განმეორდეს".

ტაჩის ინაუგურაცია კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ხვალ გაიმართება. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ცერემონიას 50 სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ხორვატიის პრეზიდენტის კოლინდუ გრაბარ-კიტაროვიჩი და ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამუ.

ოპოზიციური ძალები კოსოვოში მიიჩნევენ, რომ ჰაშიმ ტაჩის არჩევა მოხდა კანონის დარღვევით. თუმცა, მათი აპელაცია უსაფუძვლოდ მიიჩნია კონსტიტუციურმა სასამართლომ. 1998-99 წლების ომში ჰაშიმ ტაჩი სერბიის წინააღმდეგ სეპარატისტული სამხედრო ძალების წარმატებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.


Print