მსოფლიო
ევროკავშირმა თურქეთთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები შეაჩერა
ევროპარლამენტმა თურქეთთან უვიზო რეჟიმის განხილვა გადადო. ანკარამ უარი განაცხადა შეასრულოს ბრიუსელის მოთხოვნა ანტიტერორისტულ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აუცილბელია მკაცრი ზომების გატარება , როგორც საკუთარ ტერიტორიაზე ქურთი სეპარატისტების , ასევე ისალმისტების მიმართ მეზობელ სირიასა და ერაყში.

"ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებები აბსოლუტურად დაუშვებელია, გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი კანონები სავსებით შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა ვოლკან ბიზკირმა.

თუმცა, ბრიუსელში ამას არ ეთანხმებიან და თურქეთისგან ტერორიზმის იურიდიული განმარტების "შევიწროვებას" მოითხოვენ.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ეს სიტუაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მანამადე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ფინანსური დახმარებისა და უვიზო რეჟიმის შემოღების სანაცვლოდ, ქვეყანაში ევროპიდან ექსტრადირებული არალეგალების დაბრუნებას ითვალისწინებს.
Print