მსოფლიო
მძევლების აყვანა ერევანში: არიან მოკლულები და დაჭრილები
ოპოზიციონერი ჟირაირა სეფილიანის მომხრეებმა, ერევანში, ერებუნის რაიონის პოლიციის შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მძევლად აყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის - სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი. თავდამსხმელები ხელისუფლებისგან თანამებრძოლის გათავისუფლებას ითხოვენ.

პოლიციის შენობასთან შეიარაღებული ძალები არიან მობილიზებული. სააგენტო „News.am“ - ის ინფორმაციით, თავდამსხმელებთან მოლაპარაკებების წარმოება დაწყებულია.

ოპოზიციონერი ჟირაირა სეფილიანი 20 ივნისს, ქვეყანაში სამხედრო ამბოხის გზით, ვითარების შეცვლის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის, თანამზრახველებთან ერთად, შეიარაღებული დაჯგუფების საშუალებით, ერევნის სატელეკომუნიკაციო ანძისა და შენობების დაკავებას გეგმავდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 8 ადამიანს იარაღის უკანონო შეძენაში წაეყენა ბრალი. თუმცა, ოპოზიციონერის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია.


Print