მსოფლიო
კიევში ჟურნალისტი პაველ შერემეტი ააფეთქეს
კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა. „ტას“- ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აფეთქებული ავტომობილი, „უკრაინსკაია პრავდა“-ს ხელმძღვანელს, ელენე პრიტულეს ეკუთვნოდა,
თუმცა ის მანქანაში არ იყოფებოდა.

აფეთქება, ადგილობრივი დროით, 07:45 სთ-ზე, ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

ბოლო ხუთი წელია, შერემეტი კიევში ცხოვრობდა, „უკრაინსკაია პრავდა“-ში მუშაობდა და ასევე იყო რადიო „ვესტი“-ს წამყვანი. 



Print