მსოფლიო
ერდოღანმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო
რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება შემოიღო, რომელიც 3 თვეს გასტანს. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს იმ საფრთხეების განეიტრალება, რომლებიც დაკავშირებულია 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დემოკრატიული ინსტიტუტები არ დაზარალდება.

სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თურქეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს დაახლოებით 45 ათასი ადამიანი და 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე.


Print