მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყებამ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატები გაიწვია
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატები გაიწვია. ნაწილმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მათი ექსტრადირების მიზნით უწყება იმ ქვეყნებთან მუშაობს, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში მომუშავე ორმა თურქმა სამხედრო ატაშემ ოჯახებთან ერთად იტალიას შეაფარა თავი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში  60 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დააპატიმრეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.


Print