მსოფლიო
თურქეთში ტერორისტმა ქალმა თავი ქორწილის დროს აიფეთქა
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარ აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი - დაშავდა, წერს სააგნეტო „როიტერი“. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქორწილის სტურმები ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ დღესასწაულს. ჯერჯერობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. ქვეყნის ვიცე-პრემიერის მეჰმეტ შიშმეკის განცხადებით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა განახორციელა. 

გაზიანთეფი, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, სირიის საზღვრიდან 64 კილომეტრში მდებარეობს.

Print