სამართალი
სამხარეო პოლიციის უფროსმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ (გიგა) ზესაშვილმა გადადგომის შესახებ პატაკი დაწერა.

ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა. ამ დროისთვის გეტყვით იმას, რომ ზესაშვილს გადაგომის შესახებ პატაკი დაწერილი აქვს და დააკმაყოფილებს თუ არა მის გადადგომას მინისტრი, ეს უკვე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, - განმარტეს შსს-ში.

გურამ ზესაშვილს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2014 წლის 25 დეკემბრიდან ეკავა.
Print