სამართალი
პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი დღეს გამოსცა.

155 მსჯავრდებულიდან 105 სრულად არის შეწყალებული და საპატიმროებს დღეს დატოვებს, რაც შეეხება დანარჩენ 50-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. სრულად შეწყალებული 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.

როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 21-22 თებერვალს სულ 1178 პირის საქმე განიხილა.

მისივე განმარტებით, შეწყალების აქტი შეეხო "ბევრ მუხლს". "ეს არის როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა შეწყალება განზრახ ჩადენილ დანაშაულს არ შეხებია", - აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.



Print