სამართალი
პრეზიდენტი- სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის მცდელობა ოჯახის წევრზეც იყო
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგვლაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, სასამართლო დადგენილების გარეშე „რაღაცის“ იმედით.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ზეწოლა მისთვის სასაცილოა.

„მე ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე. ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე“, - განაცხადა მან.

გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
Print