სპორტი
ზუგდიდში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
ტურნირი Kunlunfight-ის ეგიდით კიშენკოს თასის მოსაპოვებლად 30 სექტემბერს დაიწყება და  2 ოქტომბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას 11-დან 18 წლამდე სპორტსმენები მიიღებენ. გამარჯვებულები ჩინეთში გაემგზავრებიან და მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე კიკბოქსინგის ორგანიზაცია "კუნლუნ ფაითზე" იასპარეზებენ. ტურნირის ორგანიზატორია კიკბოქსინგის ორგანიზაცია საქართველოში “კოლხეთის თასი”.

ცნობისთვის, „კოლხეთის თასი" წელიწადში 6-ჯერ იმართება ზუგდიდში და მასში სპორტსმენები რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან მონაწილეობენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.
Print