სპორტი
ზუგდიდში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის "კიშენკოს თასი" შესარჩევ ეტაპს 1- 2 ოქტომბერს ორგანიზაცია "კოლხეთის თასი" მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდები იღებენ.

ტურნირის ორგანიზატორი ბაჩუკი ფარცვანია რადიო "ათინათთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეს გასამართ სალიცენზიო ბრძოლებში 3 ზუგდიდელი მონაწილეობს.
გამარჯვებული სპორტსმენები ფინალური ბრძოლისთვის ჩინეთში გაემგზავრებიან.

"კიშენკოს თასი" Kunlun Fight-ის ეგიდით იმართება. შესარჩევი ბრძოლები კიევში, რიგაში, ბარსელონასა და ზუგდიდში გაიმართება.

Print