სპორტი
ზუგდიდელი კიკბოქსიორები “კიშენკოს თასის“ ფინალში გადავიდნენ (ვიდეო)
მსოფლიოში კიკბოქსინგის ერთ- ერთი ყველაზე განთქმული ორგანიზაციის - Kunlun-ის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე ორი ზუგდიდელი იასპარეზებს. ირაკლი ჯგუშია და ნიკა ჯაკონია "კიშენკოს თასის" მოსაპოვებლად სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამართავენ ბრძოლებს.

კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის "კიშენკოს თასი" შესარჩევ ეტაპს 1- 2 ოქტომბერს ორგანიზაციამ "კოლხეთის თასი"უმასპინძლა. მასში მონაწილეობას 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდები იღებდნენ.

შესარჩევი ეტაპის ორთაბრძოლები კიევის, რიგის და ზუგდიდის შემდეგ ბარსელონაში გაიმართება. ფინალური ბრძოლა ჩინეთში 17 დეკემბერს ჩატარდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

ზუგდიდში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება





Print