სპორტი
ზუგდიდელი მორაგბე გოგონები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან
18 წლამდე 7-ქალა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხუთი ზუგდიდელი მოზარდი გაემგზავრება, მათ შორის 4 გოგონა დარჩელიდან.

ჩემპიონატი ანდორაში 23-24 სექტემბერს გაიმართება. გოგონათა ნაკრებს შეჯიბრისთვის ჯაბა მალაღურაძე გაწვრთნის.

" ჩვენთვის მოულოდნელად გოგონებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და მათთვის ახალი ასპარეზი იხსნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რაგბი უფრო პოპულარული გახდება ზუგდიდში. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტი არის მომავალი " - თქვა რადიო "ათინათთან" სარაგბო კლუბ "ზუგდიდის" სპორტულმა მენეჯერმა სანდრო ესაკიამ.

გოგონათა ნაკრები ევროპაში ხუთშაბათს გაემგზავრება.

Print