კორონავირუსი
ზუგდიდის ქუჩები და სოფლები აკურთხეს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალმა სასულიერი პირებმა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, ზუგდიდის ქუჩები და სოფლები აკურთხეს. პროცესში მეუფე გერასიმეც მონაწილეობდა.

„მეუფის ლოცვა-კურთხევით, ამ განსაცდელიდან გამომდინარე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომხდარიყო ჩვენი ქალაქის ქუჩებისა და ჩვენს ეპარქიაში შემავალი სოფლების კურთხევის. ყველა ქუჩა და სოფელი იკურთხა. ისხურა ნაკურთხი წყალი, ხატებით იყო ლიტანიობა. ამ ფორმით ეკლესიამ გაძლიერებული ლოცვა აღავლინა, ამ განსაცდელის ჟამს. უფალმა დაგვლოცოს და გამოგვიყვანოს ამ მდგომარეობიდან მშვიდობიანად. ეს იყო ძირითადი მოტივი ამ მცდელობისა“, - ამბობს მამა იოანე აკობია.

მამა იოანე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ ჩატარდეს.




Print