კორონავირუსი
ზუგდიდის მერი ენმ-ს მოუწოდებს, რომ მოქალაქეები საფრთხეში არ ჩააგდოს
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პირბადეების დარიგების აქციით მოქალაქეები საფრთხეში არ ჩააგდონ. მისივე თქმით, ადგილზე ასობით მოქალაქე მივიდა, რაც ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობას ეწინააღმდეგება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით პირბადეების დარიგების აქცია გაიმართა, სადაც ასობით ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო აქტი მათი მხრიდან. რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა და ათ პირზე მეტის შეკრება იკრძალება, რაზეც არის ძალიან სოლიდური სანქციები. ამ დროს ასობით ჩვენს თანამოქალაქეს კრიბავენ და არიგებენ პირბადეს, რაც იწვევს აღნიშნული დაავადების გავრცელების რისკებს. ვგმობთ ამ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მსგავსი აქციები არ ჩაატარონ და მოსახლეობა საფრთხეში არ ჩააგდონ“, - ამბობს გიორგი შენგელი

ფონდი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დაარიგეს.
Print