კორონავირუსი
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 86 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია. ის რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 194 ადამიანი მკურნალობს. მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 44 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში სულ 48 ადამიანი რჩება.
Print