კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 12 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 145 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 12 ადამიანის მდგომარეობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 45 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. "სენამედში" 25 პირი იმყოფება, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 15 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 9, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 17 პაციენტია მოთავსებული. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეში 95 პირი იმყოფება.


Print