ახალი ამბები
გერმანიაში დღეს გაერთიანების დღე აღინიშნება
 ქვეყნის გაერთიანების 24 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში დღევანდელი დღე უქმედ არის გამოცხადებული. საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ძირითადი ღონისძიებები ჰანოვერში ჩატარდება, ისევე, როგორც ბერლინში, სადაც ბრანდენბურგის ჭიშკართან სამდღიანი ფესტივალი გაიმართება.  1990 წლის 3 ოქტომბერს, 45 წლიანი დანაწევრების შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთს შეუერთდა და გერმანია ისევ ერთიანი სახელმწიფო გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 
გერმანიის გაერთიანებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს ბერლინის კედელი დაინგრა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ცივი ომი, რომლის პირობებშიც 1987 წლის ივნისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბერლინის გამყოფი კედლის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს კედლის დანგრევისკენ მოუწოდა.  "გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!" - განაცხადა რონალდ რეიგანმა. 
1990 წლის 31 აგვისტოს ხელი მოეწერა გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მაისი 2024
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს.
26 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
26 / მაისი 2024
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1918 წლის 26 მაისიდან დღეს 106 წელი გავიდა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.